↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უბრალო

მებადური ზაზა

2006-08-121 წთ საკითხავი628 ნახვა

—
რიჟრაჟზე მოველ ღამენათევი,სახლში უბრალო ისევ გამკიცხეს.ფიქრები, როგორც მურა დათვებიგვტორავდნენ მე და ბებერ პანტის ხეს.სახლში აშლილი დამხვდა ლოგინი,და მწოლიარე სნეული ქარი.შევედი, მაგრამ უცებ მეგონა,საკუთარ სახლში შემოვიპარე.გარეთ შუადღე ანთებდა კოცონსდა მარათონით მოვიდა ღამე.გოგონა უცებ დააფრთხო კოცნამ,ამოებურცა პერანგი ხამი.საღამოს ისევ ძლიერ დავთვერი,ღამეც შავ-თეთრი სიზმრით გავტიხრე.სიზმრებიც, როგორც მურა დათვები,გვტორავდნენ, მე და ბებერ პანტის ხეს.

მებადური ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი