↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯირითი

მებადური ზაზა

2006-08-121 წთ საკითხავი619 ნახვა

—
მხედარი ნაპრალთან ისრუტავს ოხშივარს,სულ ცოტა, სულ მცირე დააკლდა მის ჰუნეს,მე ახლა დაღლილი ულაყის როლში ვარდა ვძოვ იმ იალაღს, რომელიც მარგუნეს.მხედარი შეკრთომას ყიჟინით ალაგმავს,ჩემს თვალში რაინდი გადიქცა გონჯ ჩარჩად,აღარ მსურს, არ ვეძებ სხვა მხარეს, სხვა ალაგს,და ვძოვ იმ იალაღს, რომელიც გადარჩა.აყალო მიწები, გათხვრილი წვიმებით,ვეშვები ოცნებით, ცოხნით და ცახცახით,ხორკლიან პალოზე უსაბლოდ მივებიდა ჩემში არ დარჩა მერანის ნასახი.მხედარი ნაპრალთან ისრუტავს ოხშივარს,სულ ცოტა, სულ მცირე დააკლდა მის ჰუნეს,მე ახლა დაღლილი ულაყის როლში ვარდა ვძოვ იმ იალაღს, რომელიც მარგუნეს.

მებადური ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი