↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქუჩა

მებადური ზაზა

2006-08-121 წთ საკითხავი615 ნახვა

—
ქუჩა წააგავს დაკემსილ შარვალსდა ძველი ჯიბე ვერ უძლებს ხელებს,საღამოს ქუჩის ბოლოში ჩავალ,საღამოს ქუჩას ძლიერ ახველებს.და ილეშება დუქანთან ქარი,გაავდრდება და წვიმებიც მოვა,ქუჩაში ქოლგით რომ მხვდება ქალი,ის ქალი ქუჩას ამინდით ზომავს.დალაქი ყველგან დადის პარიკით,რადიო თავის თავთან კამათობს,ბებრები ისევ შელაპარაკდნენ,ხვითქი გადასდის დაღლილ კამათელს.ქუჩაში ღიმილს შეხვდებით მრავალს,თუმც წვიმამ მცირე სევდა ჩაურთო,ქუჩა წააგავს დაკემსილ შარვალს,დადის ტრამვაი _ ვეება უთო.

მებადური ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი