↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დამნაშავე ხარ"

მებადური ზაზა

2006-08-121 წთ საკითხავი618 ნახვა

—
დამნაშავე ხარ, უფრო ძლიერ რომ არ მიყვარხარ,დამნაშავე ხარ იმაშიც, რომ არ მეჯავრები,ტრიალ მინდორზე უსირცხვილოდ მკლავენ წიქარას,შემტვრეულია ცხრაკლიტულის ცხრავე კარები.მე ისევ ვლოთობ, ისევ ვფიქრობ, ისევ ვბუზღუნებ,დაშლილ ჰამაკებს ისე ვხედავ, როგორც ბადეებს,შენი სურათი, უფრო მავსებს და მაუძლურებს,შენი სურათი, ყოველ დილით თვალს რომ მადევნებს.ზამთარი გავა და წიქარა აღარ მიჰქარავს,შენი სახლის წინ ჩაივლიან დღეთა ჯარები,დამნაშავე ხარ, უფრო ძლიერ რომ არ მიყვარხარ,დამნაშავე ხარ იმაშიც, რომ არ მეჯავრები.

მებადური ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი