↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭმუნვა ორბელიანისა

შალამბერიძე ოთარ

2016-06-121 წთ საკითხავი413 ნახვა

—
დარდი დასტყობია ყაბახის ფალავანს,სიონში შევიდა და... შეკრთა სანთელი...გრიგოლ! სიყვარული რა დარდუბალაა,როგორ წაგახდინა ამხელა ქართველი?!სიონში რა გინდა, წილი ნაყარია!ღვინო სვი, თუ სუსხი გაგიჯდა იანვრის;ვაგლახ! სიყვარული სულ სხვა ლახვარია, _ვაჰთუ, გააწბილოს თვით ორბელიანიც!..ნუ შეემსჭვალები ქალსა ბანოვანსა,გულის დამტყვევნელსა ნუ ეტყვი გულის ჭირს;გრიგოლ!ჩოქვით ისმენ დასთა გალობასა,გრიგოლ! არ გქონია ბედი სიძულვილშიც!..როგორ დაგიჯერონ,თვალებს რომ გინამავს ცრემლი და...ჩუმჩუმად ილევი ვაჟკაცი,როცა დაღესტანში დაღესტნელ იმამებსდაღესტანს ავიწყებს შენი ხმლის კაშკაში!..შენ ერთმან, მრავალგზის სიკვდილს ჩაუარე,თუმცაღა სიყვარულს ერთი გზა ჰქონია!აწი _ რას მოელი ამაზე უარესს?!აწი _ ბედისწერას დაუხვდი ღონივრად!დაჯექ და მიენდე გულის ხმას რიხიანს,ლექსებში ნურასდროს იქნები გულგრილი.რადგან სიყვარული ისეთი ბრიყვია, _ფეხზე დაიკიდა ღენერლის მუნდირიც!...........დარდი დასტყობია ყაბახის ფალავანს,სიონში შევიდა და... შეკრთა სანთელი...გრიგოლ!სიყვარული რა დარდუბალაა,როგორ წაგახდინა ამხელა ქართველი?!

შალამბერიძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი