↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოდა ქართულისა

შალამბერიძე ოთარ

2016-06-122 წთ საკითხავი415 ნახვა

—
ვარ ამ ფიქრით გართული,ფიქრია თუ ღაღადისი:ყველაფერი ქართული! –საქარველოს საკადრისი!წლობით შორეთს დანთქმულითითქოს მიხმობს ტაოს სული...გამტანობა – ქართული!ანუ – ვეფხისტყაოსნური!..ყდაზე ბულბულდასმული,ჟამთა სვლას რომ ედავება–მშვენიერი, ქართული,წმინდა წიგნი – დედაენა!..გულისთქმაში ჩართულიწყაროა თუ ფშაველური;მთები, მთებიც ქართული,ანუ – ვაჟაფშაველური!..ოდოია, ნადური,მართალი და ძველებური!ცა-ფირუზიც – ქართული!ანუ – მაღალწერეთლური!..ზარის რეკვა გაბმული,ქაშვეთური, სიონური...მთვარე? – მთვარეც ქართული,ანუ – გალაკტიონური!..საზი – არა! ფანდური!ზურნის ჭიჭყინს ნუ კადრულობ!ყველაფერი – ქართული!არაფერი – უქართულო!..არა თავის კანტური,ლიქნა გადაშენებული!კვლავ – ძლევა¡ ქართული!ანუ – აღმაშენებლური!..სხვა დანარჩენს – არული!გვეყო მანჭვა პირფერული!მხოლოდ – იდეალურიფესვი, ფესვი იბერული!..ოშკია თუ ბანაა,კახია თუ ჰერეთია, –ჩვენი ანაბანაა,ჩვენი სასურველეთია!მისი სულიც გამწარდეს,ყასაბთანაც ვაიგივოთ, –ვინც ქართლს, როგორც სამწვადე,ამოჰკვეთა საინგილო!...და მიუძღვნა ფეშქეშადიქვე, სამაჰმადიანოს.მაგნაირი ქვეშქვეშაშვილი ღმერთმა ატიალოს!..ახლა ნატვრით ვათენებ,ან რა პირით გავჩუმდები?–დაუბრუნდეს ქართველებსწართმეული `საჩუქრები!..”დაბლა – შხამი გართხმული,მაღლა კიდევ – ყარყაშია...რასაც ჰქვია ქართული,სიძულვილის ალყაშია!..ბილწი ხელი ფათურობსდა თავს იჩენს გამგელება;კარგი რომ ხარ, ქართულო,მტერიც მიტომ არ გელევა!..უნდა ვიყოთ თვალფხიზლად,როგორც ძველი მეთოფური;სათნოება დავიცვათპირმზე თამარდედოფლური!..

შალამბერიძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი