პოეზია · ლირიკა
ჩემი დღეები
ვმღერი,გარდასულ დღეებს მივკივი,ღვინოში ვახრჩობ საზარელ წადილს...ვზი გალიაში გაბმულ ჯიქივითდა ჩემს გარშემო სიჩუმე დადის.
მეფობს ის თავის წესით და რიგით,მაქვს ბოლო წუთი გასალკლდევების,მთები მიწნავენ ეკლების გვირგვინსდა მიგინებენ ასაკს დევები.
რაღაც სანუკვარ ხანას დავშორდი,დღემდე რომ ხელთა ფათურით ვსდევდი,მომაქვს დღეები ჩემი ბავშვობისდა თვითეული სავსეა სევდით.
აღმარათულია ჩემს წინ კედელიდა გულიც უკვე მაქვს დახურული,ისევ მარტო ვარ და იმდებისყველა წყალია გადაწურული.
ბევრი რამ დღემდე რომ არ გავრისკეეს ჩრდილი ახლა ჩემსავე გზას აქვს,მე ისევ მივალ მომავლისაკენისევ დავეძებ დაკარდულ ასაკს.
და მღერა მწადის, სულში რომ თბება,რომ ინამქრება ჩემი გზა-კვალი,ზოგჯერ კი მშვიდად ვზივარ ლოთებთანდა სასმელს ვართმევ ხელის კანკლაით.
ჩემი დღეები ისე გარბიან,ამ ხმაზე მიხმეს დღესაც ზარებმა...ცხოვრება ჩემი როგორ ყალბიაროგორ ყალბია ეს აღსარებაც.