პოეზია · ლირიკა
ქუთაისო
ვხედავ ალაგს, ლამაზს, ალალს,აქ მაისი უყვართ გულებს,ქუთაისო, გლოცავ ქალაქს,უძველესს და უქართულესს.
თუმცა, შავი გზით ვიარედა მონობის დრო წყეული,მწვავდა შენი სიმღერა დაცეცხლი შენი ბროწეულის.
იყო ჯვარი, არის ტკენა,ბედი ბევრჯერ დაუნისლავთ...როგორ მინდა გითხრა სევდა _ჭოროხიდან, ბათუმიდან.
სურდა ერის სულის ქელვამტერს მზაკვარს და დაუნდობელს,მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას ქართველსქართველობა არ უნდოდეს.
მშვენიერო ქუთაისო,მწამს ნამდვილ ხსნის მოვა ჟამი,რადგან შენი გაზაფხულიღელავს ქართულ დროშასავით.
ქუხდეს არა დაფანტული, _ჩვენი ყოფნით გაბადრული,ბათუმი და ქუთაისი,ქუთაისი და ბათუმი.
დედაენა, სიტყვა მისი,სულებში რომ ჩაგვრჩა ელვად,როგორც სუნთქვა, როგორც სისხლიგანა დათმო აჭარელმა?!
სძულდა, სურდა ერის თელვადუშმანს ბილწს და დაუნდობელს,ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველსქართველობა არ უნდოდეს!
1990