↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ედგარი მესამედ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2010-08-121 წთ საკითხავი106461 ნახვა

—
ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი.იყო საღამო. ლოცვები. ზარი.და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა,რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი.
ენატრებოდა ფრთებს სითამამეუზრუნველობის, შენი სიშორის!მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე,ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის.
და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი:საცაა, მოვა სიკვდილის წამი!ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარიდა მივდიოდით ტაძრისკენ სამი.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი