↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ზოგიერთი - დროს ატარებს

ჭანტურია ტარიელ

2020-08-121 წთ საკითხავი20042 ნახვა

—
ზოგიერთი - დროს ატარებს,ზოგიერთებს - დრო გაყავს;ზოგიერთებს - მერსედესი,ზოგიერთებს - დროგი ყავს;ვერაფრით ვერ ამიხსნიაამ სიცოცხლის კანონი დავერაფრით ვერ გამიგიაამ ცხოვრების ლოგიკა!
დავიჯერო? - სიცოცხლესაცსადმე ანალოგი ყავს!ვერც - სიცოცხლის გამიგია,ვერც - სიკვდილის ლოგიკა...საფლავს ვერ შევეგუები,თუმც ცოტათი ლოგინს გავს...(რა კარგია, თუნდაც ასე -უნუგეშოდ რო გიყვარს...).
(მოგვეკითხა? მოგვეკითხოს -ზოგი - ქალს და ზოგი - კაცს:ძლივს გავიგე სიყვარული -ერთადერთი ლოგიკა)...
ყველას - პირველ მოსახლეს თუუკანასკნელ მოჰიკანს -როგორც ვაშლებს მათხოვარი -სულ გზადაგზა მოხიკავს...წაიყვანს და წაიღებს დაწარეკავს და გაისტუმრებს... -ვერაფრით ვერ გამიგიაამ ცხოვრების ლოგიკა...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი