↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვისი თვალიდან მოწვეთავს

ჭანტურია ტარიელ

2009-09-121 წთ საკითხავი20034 ნახვა

—
ვისი თვალიდან მოწვეთავ, ვისას ასველებ ლოყას!შენი უკვდავი წახნაგი ახლა ვის უპეს ლოკავს!
უზომო სიხარულის ხარ, თუ უსაშველო დარდის!ვის გამოც გაჩნდი _ მიწაზე ნეტა თუ ისევ დადის...
სულ ბოლოს როგორც იმედის _ შენს გამოჩენას ველი!უდაბნოშიც და ციმბირშიც _ ხარ ერთნაირად სველი!
ყველაზე დიდო ხელმწიფევ, ყველაზე დიდო მონავ,ვისი სულიდან მოწვეთავ, ვისი ფიქრიდან ჟონავ...
ვარ შენთან მუდამ შეთქმული _ თითქმის სამოცი წელი...ჭირშიც და ლხინშიც _ პირველმა სწორედ შენ მომე ხელი...
მშურს შენი სტალაქტიტების _ აღმართულების სვეტად!ამ ცოდვილ დედამიწაზე კიდე კაი რომ წვეთავ...
ჭანტურია ტარიელ

ჭანტურია ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი