↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უტკივილობა

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3606 ნახვა

—
როცა არ გტკივა, იტკინო უნდა რაიმე,რომ გაჭირვების მთავარი სიტყვა «ვაიმე»არ დაივიწყო და უფალს უთხრა: «აიმეისევ შენი ვარ!» _ არ უნდა უმტრო სატკივარს,კარგია, თუ დროს ტკივილის ბეჭდად ატყვიხარდა სიკვდილსა და სიცოცხლეს ისევ ყაიმითამთავრებინებ თამაშს და ისევ მარტივად
სწყვეტ საქმეს, რაიც რთულიათურმე სხვათათვის,ვისი სიზმარიც ვერასდროს აღწევს ცხადამდის,ხსოვნა _ დღე-ღამის საზღვარსაცვეღარ გადადის...ამიტომ უნდა იტკინო კაცმა რაღაცა,თუ ჯანმრთელი ხარ ქვასავით, თორემ ფაფასაცვერ ჭამ ადვილად, როდესაც ზოგ-ზოგს ათ-ათიჭრილობა უჩანს და შველას ელის აღარსად...
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი