↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყველაფერი რომ დაბრუნდეს უკან

დანელია ბათუ

2010-08-121 წთ საკითხავი3611 ნახვა

—
რაც გაილია, რაც დაიხარჯა,ყველაფერი რომ დაბრუნდეს უკან -სად დაეტევა?!
სად დაეტევა ყვავილები,მკვდრებისთვის სამარეში ჩაყოლებული,შეყვარებულთა გაგზავნილი,თუნდაც უპასუხოდ დარჩენილი, წერილები,ტყვიით და მახვილით გაწვიმებული სისხლი -სად დაეტევა,ერთ დღეს ყველა რომ დაბრუნდეს უკან?!
სად დაეტევა ქანცი, ცხენებს რომ გავაცალეთ,ბღავილი, ხარებს რომ დაკვლის წინ აღმოხდათ,ყივილი, დღეს რომ გვითენებდა,ცილი, ალალმართლებს რომ დავსწამეთ -სად დაეტევა,თუ ერთ დღეს ყველა დაბრუნდა უკან?!
სად დაეტევა ჩამდგარი ქარის მოტეხილი ფრთები,ნაგვის მანქანებს გატანებული ნაძვის ხეები,ლოზუნგებისთვის დახარჯული ქსოვილი,გაუქმებული კლიტეები და გასაღებები -სად დაეტევა,ერთ დღეს ყველა რომ დაბრუნდეს უკან?!
სად დაეტევა ვნება, უქმად გადმოფრქვეული,ქვით თავგაჭეჭყილი გველები,მტრობის და ღალატის ნაყოფი,სისხლის აღრევით ჩადენილი ცოდვანი -სად დაეტევა,თუ ერთ დღეს ყველა დაბრუნდა უკან?!თუმცა რატომ "თუ"? -ჩვენ ხომ აღვდგებით და დავბრუნდებით!ისინიც ხომ უნდა აღდგნენ დასაბრუნებლად -ჩვენზე ნაკლებნი რითი არიან?!და ერთ დღეს ყველა რომ დაბრუნდება,აქ - სად, ან როგორ დაეტევიან,თუ ჩვენზე შური არ იძიეს?! -აგვაორთქლებენ, დაგვხარჯავენ, გაგვაუქმებენ...
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი