↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 9

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2885 ნახვა

—
9.
რა ხშირად ისმის ოქტავაში შენი სახელი -დო-მინორ, დონი, ირხევიან ბაგენი თრთოლით.ჰაერში ყველა მოსრიალე ხმელი ფოთოლიარის სულ შენკენ გამოწვდილი მათხოვრის ხელი.
მხატვრისთვის ზამთრის მოდელია ტიტველი ხენი.ცხენის ჭიხვინით ეფინება მიდამოს თოვლი,ფაფარაშლილი ყალყზე დგება, თითქოს მოთოკილთავს წინ ეწევა და აფერხებს მძიმე მარხილი.
საკუთარ სხეულს აწყვეტილი ეს ხომ სულია,ბაღში ქარივით დასრიალებს... რა შორს წასულა,დავიწყებიათ არსებობა მისი სრულიად.
დაღამების და გათენების მოსაწყენ სურათს,ვინ ხატავს ნეტავ, ან ვინაა ავი მძრახველი?სარკმელზე ნელა აკაკუნებს უღონო ხელი.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი