↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 8

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2884 ნახვა

—
8.
პარალელები ერთმანეთს არ გადაკვეთავენ,გადახდილია პარაკლისი, ანდა პირიქით,ახლა იწყება საქორწინო მარშების რიტმი -ხრიან ვარდები გვირგვინებზე მოკვეთილ თავებს.
არავითარი პარადოქსი და არც - ნეტავი...არსებობს მხოლოდ სიკვდილის და სიცოცხლის რიგი.ო, ეს გზა მაინც საით მიდის ასე ირიბად,სად მარმარილოს კიბეებით მაღლდება ტანი.
რადგან გზა იგი რჩეულთათვის ერთია მხოლოდ,მაინც ძნელია წინდაწინვე გამოიგლოვო.ხელებს გვიქნევენ ბედნიერი მგზავრები პონის...
ბგერები კრთიან მზის სხივებზე მოცახცახენიდა ქვიდან ხელებმომტვრეული გვიმზერს შოპენი...რა ხშირად ისმის ოქტავაში შენი სახელი.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი