↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აქლემი

რობაქიძე გრიგოლ

2026-07-181 წთ საკითხავი8518 ნახვა

—
აყუდებული. აყროყვილი.ორკუზიანი.ცხუნე სივრცეთა კოშმარების უგვანო ბიში.ბაიასავით გამომწვარი ზანგელა ბურში.უცხო. უთვისო. მატანტალა. შორიგზიანი.
ამპარტავანი. ნელი. დინჯი. თავაზიანი.მოდუნებული მეოცნებე შორეთის მურში.მორცხვი. კეკელა. მოალერსე. მუსუსი. მრუში.გახუნებული მაგრამ მაინც მარად მზიანი.
საოცარია შენი ზანტი მთქნარებით თვალმა:მზეთა გალხობით რომ მოთენთა უდაბნოს რთველმა.ქიმერის თავის ღამით გასცქერ ალმურს კომლიანს
თითქოს გესუნთქვის არაბეთის ამწვარი ნარდი.და უშნო ცოხვნით ოდეს ერთვი მელანქოლიასდორბლიან ტუჩზე გიობდება სამყაროს დარდი.
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი