↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამორძალი ლონდა

რობაქიძე გრიგოლ

2010-08-121 წთ საკითხავი8523 ნახვა

—
სონეტი ნაპირებგადალახული
ყიჟინი. როკვა. ახელება. სიტყვა. თამადა.ხელიდან ხელში აზარფეში ამართული და გადმოსული.ფილიპპის ძესთან ომს ელიან ამორძალები ასე თამამადხოლო რად კუშტობს ქერა ლონდა მტევანივით ტანდაყურსული.
როგორც ნადირი იმართება ის გალურსული.ამბობს ამაყი: მაპატიოს ქალთა თავადმა:მე მსურს შემირთოს ალექსანდრემ:თუ გინდ ერთი დღით: მიხმოს თავად მან;გესმით ქალებო: მინდა გავხდე მისგან ორსული.
სამი დღე არის: ამორძალთან მაკედონელი -ვაზის ფოთლებში ლხინობს მეტის ვეღარ მდომელი:და ეტყვის ლამაზს: მრავალი ხალხი დავიმონე: მტრები ავხოცე:
მოვშვილდე ბედი: გამოვკვეთე ძლევის კამარა, -მაგრამ ღმერთობას მასმევს მხოლოდ შენი გიჟი ტანი ავხორცი:რაც პირველმან მას მოვხსენი ოქროს ქამარი.
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი