პოეზია · ლირიკა
ნიკო ლორთქიფანიძე
ხარ მოელვარე ვით სატევარი,ემორჩილები მზეს და იადონს,მომეცი ნება, როგორც მწევარი,ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს.გაგიძნელდება ქვეყნის დანდობა,მაგრამ ხარ მუდამ კეთილშობილი.მიმონებს შენი დარდიმანდობა,და იშვიათი ჩვენში პროფილე.სოფლის წითელა, ყვავილი, ხველა,გამოტირილი და სამძიმარი,შენ იმერეთმა დაგანაღველაროგორც პოეტი და პატიმარი.ფუქსავატ ხალხში ხარ განდეგილი,და შთაგონების ხარ ფალავანი;თუ პოეზია გულაგლეჯილიდღეს ძებნაშია ერთგულ სავანის,ჩვენი დათმობა შენთვის წესიადამშვენებულო ძმური თვისებით;თითქოს გაგეხსნას შენ ეკლესიაცოდვილ სულების პარაკლისებით.მაგრამ საყდარში არავის ელიდა რჩება ლოცვა გაუმართველი...ხარ დიდებული ქუთაისელიდა შენ ბრძანდები დიდი ქართველი.