↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პარიზისკენ

იაშვილი პაოლო

2016-09-121 წთ საკითხავი6671 ნახვა

—
უნდა აყვავდეს მალე ქვიშნები,უნდა ბალახი დილამ და დართვილოს,მე ამ ზაფხულზე დავინიშნებიდა მივატოვებ ჩემს საქართველოს.
მე დავშორდები ძვირფას პოეტებსდა თან წამყვება ვაჟას კრებული;ჩემს ლექსს ბალიშქვეშ ვინ ამოიდებსჩუმი ოცნებით გაოგნებული.
ჩემო ქვეყანავ, მეტად ძნელიაშენი დაკარგვა და დატოვება;სოფლის ბავშვები აღარ მელიან,არ მელის მუხა ათასრტოება.
ჩემო ქვეყანავ, ვიცი, პარიზიარის გულის და თვალის ამხელი;ვიცი, მომელის მე უარესი,ალბათ გატყდება ჩემი სახელი.
აქ ჩემს სულს კიდევ მზე მოუვლიდა,დაშორებულს კი ვეღარ მიშველი;იქნებ დაიწყოს ცოდვა ლუვრიდანდა გადავიქცე მე ბულ მიშელი.
მაგრამ არ მინდა ლხინი ჭიქების,მინდა მივიდე შეუცოდველიყრუ მონასტერში კათოლიკების,სადაც მიკითხავს ლოცვას კლოდელი.
მაშინ დავცინებ მე ჩემს საროს ტანს,უკვე დაქანცულს ვნების წვალებით...მე ვეღარ მივალ სოფლის წყაროსთანდა ვერც თამაშით დავიღალები.
1923
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი