↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვერჩამქრალი ვულკანები

სტურუა ლია

2020-08-121 წთ საკითხავი18612 ნახვა

—
მთას რომ უყურებდა თვალი უფრო დიდი გიჩანს,თუნდაც, იალბუზზე,მეტი თავისუფლება რაღა გინდა?მაინცდამაინც, შიშველ უკანალზესახეების დახატვა?ერთი იცინის და მეორეც იცინის,ტირილი უფრო შესაფერის ადგილასდევს - გულის სიღრმეში,ყელამდე რომ ამოვა,დაიხრჩობი, დანიელ ჭონქაძისგენეტიკა ან ჭლექს გაგიხერხებს,ან კედელში ჩატანებას,საუკეთესო ციხის ასაშენებლადციხის სიკარგე ვის გაუგია,მაგრამ სახლის ჩამოქცევასხომ აკავებ მარილიანი ხერხემლით!როდემდე?სანამ სულ არ დაიძენძებახალიჩა - მტვრის ბუდე,საიდანაც სიზარმაცისწიწილები იჩეკებიან?ყბადაღებული სიმყუდროვე,კედელზე - ნახატი, ვერ გაიგებ,კალოა, შუადღის მზე,თოხლო კვერცხი,გასინჯავ და ადუღდება
შენი მოქალაქეობა, კანონმოშიში.როგორი სიტყვა მოიგონესჩამქრალი ვულკანისთვის!უემოციო ადამიანები,რამდენიც გინდა!საშენი მასალა კედლებისთვის,ლოზუნგებისთვის,ჩამქრალი ვულკანები კი იღვიძებენ,გაუფრთხილებლად, უკანონოდ,იმ საძირკვლის შესარყევად,მუდმივი რომ გეგონა,რა, უჩივლებ რევოლუციას?დაიჭერ, კატალოგში ჩასვამ,ნაივური მხატვრობის განყოფილებაში,შეგირდებს მიუჩენ, რომ გაიგონმისი საიდუმლო. როგორ შეუძლიათავის აფეთქებაქალაქის მელოტ სიცხეში,ერთი ხის გადარჩენისთვის,ერთი ბედნიერი ნახატისთვის,ჩემისთანა პესიმისტისერთი აღტაცებისთვის, თორემკანონმოშიში მოქალაქეებისდარწმუნებას რა უნდა,რომ რევოლუციას ვერ უჩივლებ...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი