↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 7

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2886 ნახვა

—
7.
მოლოდინივით საკუთარი ჩრდილის შემყურე -დღეებიც ასე მოიქანცა... ამაოდ ვეძებკმაყოფილებას სიყვარულის გრილ ნაპირებზე...ეს სანახები ო, რა გვიან მოვინახულე.
ჩუმი დღეები უშენობით რაც ვიმარხულე...ამნაირ გრძნობას ერიდება გამოსვლა მზეზე;არც ის არ არის უტყუარი სევდის მიზეზი,რომ სამყაროში ბედისწერას ერთი ჰყავს ჰუნე.
ყოვლისშემძლეა უსინათლო იგი მოძღვარი,ო, ტრაგედია არა მარტო ამ თამაშშია -შეყუჟული ვარ მარტოობის თბილ ნიჟარაში...
და სიყვარულიც უძლურია მოშალოს ზღვარიჩვენ შორის, რადგან სიცრუეა ტრფობის სათავე.პარალელები ერთმანეთს არ გადაკვეთავენ.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი