პოეზია · ლირიკა
სონეტი 6
6.
რაა იმედი უსაგნობის ამ სამსახურით,მელანქოლია - უსიტყვო როლის.როდემდე უნდა გვაცხოვრებდეს ამ ირონიითმშვენიერება შავი დღისთვის გადანახული.
ჰქვია ახლა ამ გახსენებას - მზის სიხარული -დადევნებული უდაბნოში კენტავრის რონინს,როცა შორიდან იბწკინება მორიელივითქარვისფერ თმებში შემალული ბიბილო ყურის.
ერთ კათხა ლუდზე ჩამომჯდარი მწველი ივლისითვლემდა ლოთივით... შეფაკლოდა შენობებს სახე,რადგან იქ იდგა უფრო დიდი თეთრი სასახლე.
გაბრუებული კევის სუნით... და სიხალისეაბლაბუდაში მისი თმების ხვევდა ღამურებს,მოლოდინივით საკუთარი ჩრდილის შემყურე.