↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 5

სეიდიშვილი ლადო

2026-07-181 წთ საკითხავი2887 ნახვა

—
5.
რაა სიცხადე, თუ ყველანი ვგავართ კენტავრებს -საგულდაგულოდ სხვის აზრებზე მორგებულ სურვილს.შუადღის ცაზე უდროო დროს და უსუსურივინ ააგორა კარეტა - მთვარე.
განა არ კმარა, ჩვენს თავზე რაც შენ იმხატვარე?ჯერ არ ყოფილა დაშორება ამგვარად სულის;მოენატრება იისფერ თოვლს მსგავსად ქალწულისხიდიდან ფენა... მაგრამ სადღაც გაურბის მტკვარი.
გრიალებს ტაში დარბაზებში, მაესტროს თხოვენ.აქ უსათუოდ დაუკრავენ ახლა ბეთჰოვენს (?)...იწყება როკვა: ჰალი-გალი!.. ეს არის ჰობი -
აქ გრძელთმიანთა შეკრებილა თითქოს სინოდი:პატრიარქია გაშმაგება, მოდის პანღურით...რაა იმედი უსაგნობის ამ სამსახურით.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი