↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მილულვა

სამადაშვილი ნიკო

2003-09-121 წთ საკითხავი11403 ნახვა

—
ყოველ ღამე სიზმრებში ვარ,გულს ლოცვებით ვატიალებ.საყდარი სჩანს, ზარებია,და მე ლანდებს დავტრიალებ.ზედაშესთან მზვარა ბღავის,სარეცელზედ ხვნეშის გვამი,ქარის კვალზე დადის ბაღი,ასე ხდება ყოველ ღამით.მაგიდაზე ძევს ლარნაკი,ყვავილებით გაწეწილი.ვიღაც კვდება ლაპარაკითსახე ოდნავ ალეწილი.სადღაც მნათე ზეცის თაღს რეკს.წუთისოფლის კარგა გაღმით...ქაოსები გზებს კენკავენ,ასე ხდება ყოველ ღამით.

სამადაშვილი ნიკო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი