პოეზია · ლირიკა
ორეულის გარეშე
ნუგზარ მწარიაშვილს
მთვარე დასვა ალჩუზედა მოგებულ სივრცეებსბნელ მუჭაში მოიქცევსღამე - ყომარბაზი;შიშის გრილი მედუზაძვლებზე ამომაცოცდადა ჩემს მიუსაფრობასშემკრთალ მზარზე აზის.ერთი ლექსიც დამცალდეს! –უმრწემესი ძმისათვისგული მისართმევი მაქვსსტრიქონებზე ბაზმით.... დადრეკილა ტაძრებშირიგი აღმსარებელთა,თითქოს ასე მარტივად...თითქოს ასე, - დღესვე...შენ კი ისიც არ იცი,რა მორწმუნე კაცი ხარ,გიკაშკაშებს უღელისათნოების მთესველს;სადაც სიყვარულია,ყველგან ეკლესიაა;სადაც შენ ხარ, ტაძარიციქვე ჩაყრის ფესვებს.... დადრეკილა ტაძრებშირიგი აღმსარებელთა, -რა მრავალი წვეულიმრავლად ფარისევლობს;შენ კი მხოლოდ ის იცი,ყოფნის ორომტრიალშისულ თან გახლდეს მოძღვარი,სიყვარულის მრევლო!გზას - გულიდან სიტყვამდედა სიტყვიდან საქმემდეორეულის გარეშეადგახარ და , გევლოს!...შენი ძმობის იმედითვებრძვი შიშის მედუზას,ჩემი მიუსაფრობითთავგასულს და გართულს;იჯდეს მთვარე ალჩუზე, -სულაც არ მეშინია! –ისევ შეანაცვლებენსაპირეს და სარჩულს;გამოგვიშვებს მუჭიდანღამე ფერგადასული,გათენდება, - წაგვაგებს, -მზე დაჯდება ალჩუს!