პოეზია · ლირიკა
პარასკევი ჩემი დღეა
სიზმრის კარებს მიეყრდნობაბინდის ტვირთით მხრებზე.`პარასკევი შენი დღეა,დაიმახსოვრებდე!~ _მეუბნება.ვერას ვხვდები.არ წახვიდე! _ ვნატრობ.რატომ, სიზმრის მამაჩემო,პარასკევი _ რატომ?სიზმრის კარებს მოაცილამხარი სიზმრისავე:`პარასკევი შენი დღეა~...და შეუყვა შავეთს _გზას თავისი შინისაკენდა დამტოვა მარტო.რატომ, ჩემო მკვდარო მამავ,პარასკევი _ რატომ?იქნებ ჯვარი შემახსენე,ჯვარედინა ჯვარი,ოთხშაბათით ფესვგამძღარი,ოთხშაბათზე მდგარი,ჩემი წილი,მკლავწითელი,ჯვარი ჯვარედინა,გაძლების და ძლივს გაძლების,ვერგაძლების ბინა.მჭამს თაკარა პარასკევი...პარასკევის პატრონს,არ იქნება, არ წამოსცდეს _რატომ, მამავ, რატომ?და მიმათრევს ჩემი ჯვარი,და გლოვისას მღერენ...ნუთუ მხოლოდ პარასკევიდა არც რაი მერე!ვინ გვიმალავს ჩვენი წილიმესამე დღის ჩეროს?რატომ მხოლოდ პარასკევი,სიზმრის მამაჩემო!ამ ტკივილსაც თუ გავცდები,ამ დამარხულ ფერებს,გამახსენე! _ოთხშაბათი...პარასკევი...მერე?... ცისკენ ვახელ გამხმარ თვალებს,ჯვარსა ზედა მზირალს;კენწეროზე ჩიტი ბარტყობს _მწყალობელი კვირა.