↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

„მონტეგებსა“ და „კაპულეტებს“ - ყველა ღირსეულ პოეტს

გოჩიაშვილი ელა

2019-05-131 წთ საკითხავი1955 ნახვა

—
რომ არა გძულვარ - ცოტაა,დღეს საჭიროა მეტი;უნდა გიყვარდე, მონტეგ,ლამაზი კაპულეტი!
რა შუაშია მოყვრობა, -„ჩულჩუტი“ ჯულიეტა;ვინც სადმე კაპულეტია,უნდა გიყვარდეს, მონტეგ!
თორემ ქაფქაფა რიოშიმოდის და მოყელყელაობს;ვიღაც ჩამდგარა მღვრიეში, -ამინდია და, - ხელაობს.
შემოგვიშენებს ტიხარსათასი აბუეტი;ხვდებიან - მონტეგი ხარ!მე კიდევ - კაპულეტი!
უჩინო გვარებით დაუფულოსაფულეთი -შენ მაინც მონტეგი ხარ!მე მაინც - კაპულეტი!
ამოკემსილი თიხანერვების კაპუეტით -რას იზამ... მონტეგი ხარ!მე კიდევ - კაპულეტი!
უკვე მოგვბეზრდა ქვეტექსტისწლების წიაღში დება;ვიცი, შენ ხვდები ყველაფერს...ყველა მონტეგი ხვდები.
რომ არა გძულვარ, - ცოტაა,დღეს საჭიროა მეტი;ვინც სადმე კაპულეტია,უნდა გიყვარდეს, მონტეგ!
ვიღაც ჩამდგარა მღვრიეში, -ამინდია და , - ხელაობს;მოჰქუხს ჭუჭყი რიოში,მოჰქუხს ჭუჭყი და მოყელყელაობს.
სევდის უფსკრულში გდიხარსისხლიან ამულეტით...დიახ! - შენ - მონტეგი ხარ!დიახ! - მე - კაპულეტი!
გოჩიაშვილი ელა

გოჩიაშვილი ელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი