↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბალადა

გოჩიაშვილი ელა

2010-08-121 წთ საკითხავი2899 ნახვა

—
ძახველი მედგა ისეთი,ავ თვალს არ ენახვებოდა;გამისხლტებოდა სტრიქონი,ტოტებზე გაესკვნებოდა...
მომიჯნე მყავდა ბედად,ისეთი - უძახველო;
ბლომად ხეები ედგა,სუყველა - უსახელო.
ძახველი მედგა, - მიყვარდა,მიმინო არა მყავდა;ბლომად ხეების პატრონიადგა და ამიშარდა.
რა ცული დაუქნევია,რა მაგრა გაუქნევია,რა ღამე გაუთნევია, -ეს ჩემი "ჩემი ძახველი"მიჯნაში დაუტნევია:
"ნუ მივბაძავთ ხარბებსო,ხან შენ კრიფე, ხან - მეო".
ეშმაკის თანამზრახველო,ნუ იზამ საზიანოს;ჩემია "ჩემი ძახველი",რას ჰქვია, - საზიარო!
"ნუ მივბაძავთ ხარბებსო,ხან შენ კრიფე, ხან - მეო".
...ამას რაც გინდა, უთხარი,რაც გინდა, უძახეო;ეს მართლა ხეებიანი!ეს მართლა უძახველო!
ვაიმე, ჩემი ძახველი,სხვა სივრცეების მნახველი;ტოტებში გადახლართულიღობის სარით და მავთულით...ასე, - მიჯნაზე დგომარა რთული არის, რა რთული.
დავღონდი... ღობე დავშალედა მიჯნა გადმოვწიე;დაშორდა ჩემი ძახველი,ჩემი დარგული ძახველი,ჩემს ბაღს და თვალსაწიერს;
ხედ მიემატა სხვა ხეებს,აწ უკვე - უსახელო;ოოო! რას გაკრეფს და გამოკრეფსმომიჯნე უნაღველო! -ჩემი ძახველის მფლობელიდა მაინც უძახველო.
გოჩიაშვილი ელა

გოჩიაშვილი ელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი