↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

N-ს

გოჩიაშვილი ელა

2026-07-181 წთ საკითხავი2916 ნახვა

—
შენ რომ იბრალებ, იმაშიარ გაგიცვლიან ჩირს;გასწი ეგ ბოღმა, შენს გაზრდას,მე საკმარისად მჭირს.
„არა გჭირსაა?!“ — დამჭყივი,ჩახმახს მოსინჯავ ნელიად;მეტი რა უნდა მჭირდეს,გული ისეთი ძნელია...
ეს ფუფუნება მაინც მაქვს,ამსოფლიური, მწირს:შენ რომ დგახარ და მიმიზნებ...მე რომ ვდგავარ და მჭირს...
„არა გჭირსაა?!“ — ექოებსგადააქვთ კიდით კიდე;მიყვარს, შე მართლა რჯულძაღლო!მეტი რა უნდა მჭირდეს!
„არა გჭირსაა?!“ — ხორცს იჭამ,მურით ითხუპნი პირს;ეგღა მაკლია, გადავრჩე!საბედნიეროდ, მჭირს!..
გოჩიაშვილი ელა

გოჩიაშვილი ელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი