პოეზია · ლირიკა
გიჟები და მთვარეულები
შუაღამესაყოველთაო მოსვენების ჟამი არ არის,შუაღამეშეპყრობილთა ბორგვის ჟამია.როცა ერთ პირს მდინარეებიც ჩაიძინებენ,ფოთლებს ნიავი დაეხსნება,პოეტს - წვალება,მკვლელს - მსხვერპლის ლანდი,შეყვარებულს - სატრფოს ბაგეზე ართმეული ბადაგის გემო,როცა ლეთა წალეკავს მიწას,ძილგადაფენილ ქვეყნიერებას ჯანსაღ წიაღზემოცახცახე, დაფეთებული საცეცები ამოეზრდება -გიჟები და მთვარეულები გამოდიან უკაცრიელ დედამიწაზედა უდრტვინველად,მარადიული სიცოცხლის უღელსუმწეო მხრებს შეაშველებენ.როცა ერთ წუთს მდინარეებიც გაშეშდებიან,როცა ლეთა წალეკავს მიწას,მძინარ სხეულში ზარი ჩამოჰკრავს,ზნემოვლილი ქვეშაგებიდანმთვარეულის თბილი ფეხები ჩამოიღვრებადა სიფრთხილეასხმული ტანიუჩინარ მეგზურს აედევნება...შუაღამე მოსვენების ჟამი არ არის,შუაღამე შეპყრობილთა ბორგვის ჟამია.როცა ერთ წუთს მდინარეებიც გაშეშდებიან,როცა ლეთა წალეკავს მიწას,ცხაურებით აჭედილ ღამე ვინმე შეშლილი მიაწყდება,ცას მიაბჯენს საყვედურით გაკაწრულ თვალებს,დაიჩივლებს, გულს ამოისკვნის,მაგრამ არ ცნობს ვოლიერში დამწყვდეულ სევდასმძინარეთა უცოდველობადა უცრემლო ქვითინის ექო კვლავ უნუგეშოდ ჩაიფერფლება...შუაღამე შეპყრობილთა ბორგვის ჟამია,შუაღამესაყოველთაო მოსვენების ჟამი არ არის.ვიღაცა მუდამ უნდა ფხიზლობდეს,მძინართ სჭირდებათ მონაცვლე და მიმტევებელი.და როცა ერთ წუთს მდინარეებიც გაშეშდებიან,როცა ლეთა წალეკავს მიწას,მოჩვენებებით დანაღმულ გზებზე გამოდიან გიჟები და მთვარეულები,დგებიან ვრცელი ღამის წინაშე,მარადიული ყოფნის უღელშიდა არაფრისკენ გაწვდილ ხელებსვარსკვლავებში აფათურებენ.