პოეზია · ლირიკა
ახლა ისეთი დროა
„მონტეგებსა“ და „კაპულეტებს“„რად უნდა მძულდეს მე — მონტეგს,ლამაზი კაპულეტი.“ვ. ღლონტირომ არა გძულვარ — ცოტაა,დღეს საჭიროა მეტი:უნდა გიყვარდე, მონტეგ,ლამაზი კაპულეტი!რა შუაშია მოყვრობა, —„ჩულჩუტი“ ჯულიეტა;ვინც სადმე კაპულეტია,უნდა გიყვარდეს, მონტეგ!თორემ ქაფქაფა რიოშიმოდის და მოყელყელაობს;ვიღაც ჩამდგარა მღვრიეში, —ამინდია და, — ხელაობს.შემოგვიშენებს ტიხარსათასი აბუეტი;ხვდებიან — მონტეგი ხარ!მე კიდევ — კაპულეტი!უჩინო გვარებით დაუფულო საფულეთი —შენ მაინც მონტეგი ხარ!მე მაინც — კაპულეტი!ამოკემსილი თიხანერვების კაპუეტით —რას იზამ... მონტეგი ხარ! მე კიდევ — კაპულეტი!უკვე მოგვბეზრდა ქვეტექსტისწლების წიაღში დება;ვიცი, შენ ხვდები ყველაფერს...ყველა მონტეგი ხვდება.რომ არა გძულვარ — ცოტაა!დღეს საჭიროა მეტი:ვინც სადმე კაპულეტია,უნდა გიყვარდეს, მონტეგ!ვიღაც ჩამდგარა მღვრიეში, —ამინდია და, — ხელაობს;მოჰქუხს ჭუჭყი და რიოში,მოჰქუხს და მოყელყელაობს.სევდის უფსკრულში გდიხარსისხლიან ამულეტით...დიახ! — შენ — მონტეგი ხარ!დიახ — მე — კაპულეტი!