პოეზია · ლირიკა
“სიკვდილმა ჩამაიარა”... “ტირილის ხე”
შენ რომ შავ მათრახს დაიქნევ,ყველას თავს დაახრევინებ,ძველს გადაუგდებ კალაპოტს,სულ ახლებს გაათხრევინებ.უცებ მოაცლი მოუცლელს,ამინდს არ აარჩევინებ,დაძრავ მთელ სანათესაოს,ყვავილებს დააჭერინებ.დამდურებულებს დაატკბობ, -ნეკზე ნეკს დაახვევინებ.ძუნწებსაც მუჭებს დაუხსნი, -ჯიბეზე გააკვრევინებ.ბრიყვს გააფილოსოფოსებ,ფიქრს ფიქრში ჩააწებინებ.ყველაზე უჟმურ ოჯახსაცკარს ფართოდ გაახსნევინებ,მიუსევ ჭორის გველგესლას,ენაზე დაახვევინებ,რას ამბობს ჭირისუფალი, -სულ წვრილად გაარჩევინებ,ააწონინებ ცრემლებსაც,გულდაგულ დაათვლევინებ.შენ რომ შავ მათრახს დაიქნევ,ყველას თავს დაახრევინებ;უცებ აავსებ უქონელს,ხორაგსაც დააყრევინებ,გაადიდკაცებ ერთი დღით, -წესს კი არ აარევინებ.მთელ სამეზობლოს დაახვევ,სულ ცეცხლებს გააყრევინებ,უცებ - დასხამ და ატირებ,უცებ - ბრინჯს დაარჩევინებ.ქალებს ჭრელ კაბებს დაუჭკნობ, -დახდი და დააკეცინებ,უცებ გაუჩენ საკერავს, -შავ ჩითებს დაახევინებ.ხეს შეიგულებ ხელდახელ, -კენწეროს დაარხევინებ,უცებ - დასცემ და გაწალდავ,უცებვე დაახერხინებ.უცებ გაგზავნი კაცებსაც, -მიწას პირს გაახსნევინებ.-ბოლოს, დაგვსხამ და დაგვცინებ, -უარს არ გაგვაბედინებ:ბოღმისგან შეკრულ კრიჭაშილუკმასაც ჩაგვაცდენინებ,ხელს - სიმწრით დაკრულს კუბოზე,ღვინისკენ წაგვაღებინებ.