პოეზია · ლირიკა
სიბერე
ჯერ მიანავლა კოცონი _ მწველი,მართლაც მეხანძრის საქმის "გაგებით",შემდეგ ასევე გამოცდილ ხელითშუბლზე დააგო ლიანდაგები.ჩამოაფარა სახეს პირბადედობობის ქსელი, ღაწვებს აფითრებს.ფეხებს წაართვა შნო და სიმარდე,ტანს სინარნარე და სინატიფე.ო, ამ გრიმიორს თვალს ვერ შეასწრებ,სხვადასხვა ნიღაბს ისე გიფერებს,რომ ბოლოს ქვეყნის ავანსცენაზეგამოფრატუნდეს თავად სიბერე.