პოეზია · ლირიკა
იასამნები
მომაგონდება: გაზაფხულიდა იმერეთი,იასამნებში ხუთფურცლიანგვირგვინს ვეძებდი.თუ ვიპოვიდი, ო, როგორიგულით ვხარობდიიმ გაზაფხულით, იმ ჯილდოთი,იმ სამყაროთი.`ნუთუ ვუყვარვარ?” (ვმკითხაობდი)...რა შეედრებაიმ საოცარი `აღმოჩენისბედნიერებას!”...შორეულიდან წლები, წლები,წლები გასულა...აღარც მახსოვდა _ მომაგონაამ გაზაფხულმა,როდესაც ისევ, ჩვეულებრივ,დროის განგებით,კვლავაც აყვავდა ჩემს სარკმელთანიასამნები.საოცრებაა, მოგონებასრა შეუძლია!შვილთაშვილისთვის ყვავილს ვეძებ, _კვლავ ხუთფურცლიანს.