↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საპოვნელა

ბარათაშვილი მარიკა

2014-05-121 წთ საკითხავი718 ნახვა

—
ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად.პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია,იმერეთში ეძახიან "საპოვნელას".შევხედე და მიმიზიდა იმთავითვე.თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს,ბედს დაეძებს თუ დანაკარგს _ რამე ნივთებს,ევედრება: "საპოვნელა, მაპოვნინე!"მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,ჩემს გულშიაც მივუჩნიე მყუდრო ბინა.ვენაცვალე! სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა.
ბარათაშვილი მარიკა

ბარათაშვილი მარიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი