↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მზეს მივუშვირო დაღლილი სახე

სულაკაური არჩილ

2010-08-121 წთ საკითხავი1852 ნახვა

—
მზეს მივუშვირო დაღლილი სახე,მინდორში ვეგდო,თვალებს ვლულავდე...მეც ბავშვობიდან მოვდივარ აქეთ, -რა მანძილია სიხარულამდე?
ჯერ კიდევ ვივლი,ჯერ კიდევ დრო მაქვს,თუმცა მთავარი გზა გამივლია.მე ნაბიჯ-ნაბიჯ სიფრთხილით ვზომავ, -სიხარულამდე რა მანძილია?
აზრი - აზრადვე...გული - გულადვე...ღამე - ღამედვე...დილა - დილადვე...რა მანძილია სიხარულამდე?ალბათ იმდენი,რაც სიკვდილამდე.

სულაკაური არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი