↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწუხრის ზარი

სულაკაური არჩილ

2015-06-121 წთ საკითხავი1848 ნახვა

—
მამის ხსოვნასშენი ტაძრისთვის მთაში ვეებაქვისგან გათლილი ამქონდა კარიდა უპატრონოდ მიტოვებულიიალაღებზე ბღაოდა ცხვარი.ყველაფერს ერქვა თავის სახელი:წყურვილს _ წყურვილი,ტკივილს _ ტკივილი.ოღონდ ტკივილებს მე ვერ ვამხელდი,ვმალავდი ჩემი მწარე ღიმილით.და ნისლი,როგორც ფიქრი დაღლილი,გაცვეთილ ბილიკს სიზმრებში ხვევდა.ყველაფერს ერქვა თავის სახელი:დუმილს _ დუმილიდა სევდას _ სევდა.უეცრად მწუხრმა დარეკა ზარი,ბინდში დუმილი უკან იხევდადა მერმე ზეცას გაუჩნდა ბზარი,ბზარიდან ღმერთმა გადმოიხედა.

სულაკაური არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი