პოეზია · ლირიკა
ახსნა
დიდი ხნის წინათ რაც უნდა მეთქვა,ანდა ის,ახლა რაც უნდა გითხრა,ნუ გაგაოცებს.ჩემი სათქმელი ისე ძველია,როგორც ყვითელი, ბებერი მთვარედა ახალია,ვით თანამგზავრი,ამ ხნიერ მიწას თავბრუდამხვევადირგვლივ რომ უვლის და აჭაბუკებს.შენ გძინავს მშვიდი და ფრთხილი ძილით,ხოლო მე უფრო ფრთხილი ნაბიჯითგიახლოვდებიდა ჩემი სუნთქვა,ახლა რომ ქვეყნად არავის ესმის,ვხედავ,გაღვიძებს.ასე ცისკარი,რომელიც ჯერეთ ღამის მიღმაა,აღვიძებს ხოლმე ტყეში ფრინველებს.შენ იშმუშნები და იღიმებიბავშვის ღიმილით,ბავშვის,რომელიც ახლა დაბრუნდაფერად-ფერადი სიზმრის ქვეყნიდან.უკვე არაფრით არ მაგონდება,თუ სად და როდის გნახე პირველად.აღარცა ვცდილობ, რომ გავიხსენო,რადგან ჩემს გულში დაგუბებულიშენი სიზმრების ფერთა გრიგალიიმ პირველყოფილ ხილვის ტოლია;რადგან სიშლეგე გარდავქმენ სიბრძნედდა სიყვარული ვუწოდე მერმე.მე დღემდე მიკვირს,რატომ არა ვთქვიაქამდე,შენთვის რაც უნდა მეთქვა,ეგების სიტყვას გაუჩნდა ბზარი,ვით სოფლის ბოლოს ეკლესიის ზარს,რომელსაც დიდხანს უაზროდ რეკდაყველა გამვლელი და გამომვლელი?ეგების სიტყვა დაცარიელდა,ვით ძველი სკივრი,ანდა ზანდუკი,სადაც დედოფლის მზითევი ეწყო?ეგების სიტყვას წავართვით მადლი,როგორც ხვატი და ქარნი ხორშაკნიბარაქას ურცხვად ართმევენ მიწას?ეგების სიტყვა დავშრიტეთ ისე,რომ დავამსგავსეთ დამწდარ კალაპოტს,სადაც მდინარეთავის გზით აღარ მიედინება?იქნებ გავთიშეთ სიტყვა და საქმედა უღრან ტყეშიეს მეოცნებე დიდი ბავშვებიერთმანეთს ხმობენ,დაეძებენ და ვერ პოულობენდა უგზო-უკვლოდ დატანტალებენ?
მაგრამ მე ვიცი,ეს ორი ბალღი,ის მეოცნებე დიდი ბავშვები,თუ ერთარსებად გარდიქცევიან,მას ჭეშმარიტი ცხოვრება ჰქვია,ან უფრო სწორად:სიცოცხლის აზრი,ანუ მიზანი,საითაც მარად უნდა ილტვოდესგაჩენის დღიდან ადამიანი...ვიტყოდით:„მივალ,ო, უსათუოდ! დღეს მაინც მივალ!“და არასოდეს არ მივდიოდით.ვიტყოდით:„აჰა, გული მაქვს სავსე!“როცა დაცლილი და დაწრეტილიგული ცხოვრების გზებზე გვათრევდა.ვიტყოდით:„მჯერა!“და ურწმუნობის ჯიუტი მატლიგულმოდგინებით ღრღნიდა და ნთქავდაქარით გაფანტულ რწმენის ნაფლეთებს.ვიტყოდით:„მომწონს!“და მშიერ გულში კმაყოფილებითვიღიმებოდით, რომ არ მოგვწონდა.ანდა ვიტყოდით:„არა, არ მჯერა!“მაგრამ ჩვენს სულში სულ მისხალ-მისხალწვეთავდა შურის მწვანე წვეთები...ო, მწუხარებავ და ჭმუნვავ სხვისაკეთილსა ზედა!
ვიტყოდით:„დღესვე!დღესვე!ო, დღესვე!“თუმცა ხვალინდელ დღეს ვგულისხმობდით.რა დროს ვფლანგავდით დამშვიდებულნი,როგორ გავთიშეთ სიტყვა და საქმე!და უღრან ტყეშიეს მეოცნებე დიდი ბავშვებიხმობდნენ ერთმანეთს,დაეძებდნენ და ვერ პოულობდნენდა უგზო-უკვლოდ დატანტალებდნენ.
შენ გძინავს მშვიდი და ფრთხილი ძილით,ხოლო მე უფრო ფრთხილი ნაბიჯითგიახლოვდები,და ჩემი სუნთქვა,ახლა რომ ქვეყნად არავის ესმის,ვხედავ,გაღვიძებს.ასე ცისკარი,რომელიც ჯერეთ ღამის მიღმაა,ტყეში აღვიძებს ფრინველებს ხოლმე.
გითხარი:„მოვალ,დღეს უსათუოდ მოვალ, ძვირფასო!“აჰა, მოვედი და მოგიტანებარტყივით თბილი და ჩვილი რწმენა.ამ ბარტყს სხეული ბუმბულის ნაცვლადშემოსილი აქვს ნაზი ბუსუსითდა ნებზე ცოცხალ გულივით ფეთქავს.რა მშვენიერი ბარტყია, ხედავ?!ჩვენც გამოვკვებოთ და დავაპუროთ,მერმე სუსტ მხრებზე შევასხათ ფრთებიგავწვრთნათ,გავწაფოთდა სივრცეებში ფრენა ვასწავლოთ...
შენს ტანს მთრთოლვარე ხელით ვეხებიდა შენი მკერდი, თეთრი და მკვრივი,ვით გაზაფხულზე მთაწმინდის უბე,მოულოდნელად აყვავილდება.
მადლობელი ვარ, რომ დამიჯერედა დამიბრუნე ის, რაც დავკარგე!ამ მზეს უშენოდ ვერ ვიპოვიდი,ამ მზეს უშენოდ არ ჰქონდა აზრი,რამეთუ ჩვენ ვართ ის ორი ბავშვი,გუშინ რომ ტყეში დატანტალებდადა განწირული ხმობდა ერთმანეთს.აი, მოვედი და მოვიტანებარტყივით თბილი და ჩვილი რწმენა.
დიდი ხნის წინათ რაც უნდა მეთქვა,ანდა ის,ახლა რაც უნდა გითხრა,ნუ გაგაოცებს.ჩემი სათქმელი ისე ძველია,როგორც ყვითელი, ბებერი მთვარედა ახალია,ვით თანამგზავრი,რომელიც ახლა გარშემო უვლისამ ხნიერ მიწას და აჭაბუკებს...მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!