↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელენე ახვლედიანს

სულაკაური არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი1850 ნახვა

—
ო, როგორ უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდესამ სახლს,აივანს,დათოვლილ კრამიტს,ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდესულ ერთი წუთით ან ერთი წამით.ძველ სახლებს შერჩათ თავისი სევდა,ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის,რომელსაც ვხედავთ, ანდა ვერ ვხედავთ,რასაც განვიცდით, ან ვერ განვიცდით.თოვს, ქალბატონო!და ჩუმი თოვლი —ეს დაწეწილი ჩემი ფიქრია,წარმავალობა ამ წუთისოფლისუკვდავ ფერებად რომ დაგიღვრიათ.იასამნების,იის,იელისთოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო...თოვს, ქალბატონო!რა მშვენიერითოვლი მოსულა, ო, ქალბატონო!
ამ ქუჩას უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს.ამ სახლს,აივანს,დათოვლილ კრამიტს,ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდესულ ერთი წუთით ან ერთი წამით.წვიმიანი საღამო
მთელი დღე წვიმდა...წვიმს ახლაც ისევ...დაძენძილია ღრუბლებით ზეცა.ფიქრებს ძვირფასი წიგნივით ვიძენ,წიგნივით ვფურცლავ,წიგნივით ვკეცავ.მე ჩემი ტვირთი სხვასავით მიმაქვს,მიმაქვს მძიმე და ყრუ ამინდები,მოწყენის ტყვიებს მიმიზნებს წვიმადა სველი ფრთებით სად გავფრინდები?!

სულაკაური არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი