↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხოლოდ ერთხელ

სულაკაური არჩილ

2026-07-181 წთ საკითხავი1852 ნახვა

—
გიორგი ლეონიძის მონატრება
მინდა, ზვრები გაზაფხულისღრუბელს მოვაწვიმინო.ვაი, როგორ გაფრენილაჩემი ჟღალი მიმინო?!
მივდივარ და სად მივდივარ,სადაური საითა?ლელო ერთხელ გავიტანე,განა კიდევ გავიტან?!
გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდემოგუგუნე ზარებიდა დარუბანდს მხოლოდ ერთხელჩამოვხსენი კარები.
მხოლოდ ერთხელ აღვაშენესვეტიცხოვლის ტაძარიდა ლაშქარი დიდგორისკენმხოლოდ ერთხელ დავძარი.
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრასიყვარულის სიზმარიდა განმეხვნა ერთხელ მხოლოდკარნი სამოთხისანი.
მინდა, ზვრები გაზაფხულისღრუბელს მოვაწვიმინო,ვაი, როგორ გაფრენილაჩემი ჟღალი მიმინო?!სადაური სად გაფრინდა,ვის ცერზე ზის ტიალი,ვის შეუდგა და ვის ასმევსშარბათს ოქროს ფიალით?
ახლა გუმბათს მან დაჰკიდოსმოგუგუნე ზარებიდა დარუბანდს ახლა ერთხელმან ჩამოხსნას კარები!
ახლა სხვამან აღაშენოსსვეტიცხოვლის ტაძარიდა ლაშქარი დასძრას დიდგორს,როგორც ერთხელ დავძარი!
ახლა სხვასაც დაესიზმროსსიყვარულის სიზმარიდა განეხვნეს ერთხელ სხვასაცკარნი სამოთხისანი!
მინდა, ზვრები გაზაფხულისღრუბელს მოვაწვიმინო,ვაი, როგორ გაფრენილაჩემი ჟღალი მიმინო!

სულაკაური არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი