პოეზია · ლირიკა
მიყვარხარ, მიყვარდი, შემინდე, მშვიდობით... (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
ოდესღაც, დეკემბრის თოვაშიშენს თვალებს ვხედავდი სევდიანს,ეს ლექსი, პირთამდე სინაზით.კალენდრის სულ ბოლო გვერდია.ცეცხლოვან გრძნობებით მფეთქავითან მუსიკალური რეპრიზით,გარდასულ დღეების მოწამედრო _ გამოყოფილი დეფიზით.აწ ვემშვიდობებით სევდის ცასდა საკენკს დავუყრით სხვა მერცხლებს,ვიხსენებ ვნებიან ღამეშიალერსით გათანგულ სარეცელს.კვლავ მინდა მიწვდიდე ხელისგულს,დავაცხრე იმ ვნებით, იმ ნდომით,რომ გითხრა: მიყვარდი ძვირფასო,„მიყვარხარ, შემინდე, მშვიდობით...“