↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ ძინავს... (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)

ცხვარაძე ტარიელ

2025-01-131 წთ საკითხავი1962 ნახვა

—
სიკვდილს არ ძინავს, აყოვნებს როდი,ყოველდღიურად გვცელავს და გვცელავს,არც ის არ ვიცით, როდესაც მოდის,სამიზნე მისი მე ვარ თუ შენა.ვცხოვრობთ, ვოცნებობთ, გეგმებს მომავლისჩვეულებრივად თავისი დრო აქვს,მაგრამ ის მოდის ცივი მორალით,მოულოდნელი პროგრამა მოაქვს.ვიზის გარეშე გვეწვია ისევ,ჭაბუკს უბოძა ამბორი-დამღა,მესმის კაკუნი, კუბოს მრანდავიჩანს ბოლო ლურსმანს აჭედებს ამ ღამ...ახლა ძაძაა ქვრივის სამოსი,ობლების ცრემლი მსაჯულს დაეძებს,ფეხზე ჰკიდია სიკვდილს, რაც მოხდადა აკაკუნებს სულ სხვა კარებზე.
ცხვარაძე ტარიელ

ცხვარაძე ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი