↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სალაღობო

ლადო ასათიანი 1917–1943

2026-07-182 წთ საკითხავი10130 ნახვა

—
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.„კაცის გული ისეთია,ვით მორევი შავი ზღვისა:რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,მაინც ენატრება სხვისა!“დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,გაისარჯოს და ბრძოლებში დაიხარჯოს!გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარშისაქართველოს ცხელი გული ასვენია!დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.დაუკარით ძველებური დარდიანი,დაუკარით არწივების ასაფრენი!ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,დავიღლები საქართველოს სიყვარულში,სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!დაუკარით, მოასწაროთ, თორემ ჰერი…და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.დაუკარით ძველებური მოსალხენი:- შავგრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!დაუკარით ძველებური ლოთიანი,საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,დაუკარით! განა ყველა ლოთი არის?!განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!დაუკარით ძველებური ლოთიანი,თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,წრფელი გული, ცხელი გული გაიცვდება!„ვაჟკავცსა გული რკინისა,აბჯარი უნდა ხისანი,თვალნი ქორებულ მხედველნი,ზედ მუხლი შავარდნისანი!“ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი