პოეზია · ლირიკა
თეთრი ცხელება
_ რა დროს ღირებულებებია?! შეხედე, ვინც მტირალა გული დაივიწყა და წესებს ზურგი შეაქცია როგორ ცხოვრობს; გადაეწყვე, თორემ ამდენი გულგრილობის შემყურე, ან დაჩლუგნდები, ან გაგიჟდები, იცოდე! _ მებუზღუნება ცივი გონება..._ აფსუს, რა ტყუილად ვთეთრდებით?! _ ყალყზე დგება თმა-წვერი..._ თავბრუ გვესხმის, კარგს ვეღარაფერს ვხედავთ! _ ლიბრი გადაკვრიათ თვალებს..._ უწამლოდ დავიხრჩობით! _ ახველებენ ფილტვები..._ ცოტაც და წამებით მოგიღებ ბოლოს! _ მემუქრება ყვითელსამსალიანი ღვიძლი..._ ვეღარ გათრევთ, დავიღალეთ! _ იბერებიან სახსრებში ფეხები..._ გვტკივააააა!!! _ გაჰკივის მთელი სხეული _ იცხოვრე სხვებივით და მოგვასვენე!_ გატკინე?! მაპატიე, ასეთი გყევარ! _ ვებრალები გულს..._ რა ვქნა?! _ ვფიქრობ მე..._ განვედი სხეულიდან და წამომყევ მე! _ მკარნახობს სული...მივყვები...ზემოდან დავყურებ საკუთარ მძორს და მისი უსახურობა მენანება...როგორ კორტნიაააან?!... აქ კი სიმშვიდეა!