პოეზია · ლირიკა
სარწყაული
ლადო ასათიანი 1917–1943
თავაწეული, ზვიადი, განა ჩია და საწყლური?თვალნათლივ მახსოვს ჩვენს სახლში ერთი ცისფერი სარწყული.გარშემო ლაჟვარდისფერი სინათლის მიმომფინველი,იჯდა პატარა სუფრაზე ისე, ვით ლურჯი ფრინველი.ისე, ვით ლურჯი ფრინველი, ვეება თეთრი ნისკარტით…ჩვენ სადილს შევექცეოდით, უკვდავების წყალს ვისხამდით,გვესმოდა შხეფთა შხუილი, ზღაპრულ წყაროთა დგაფუნიდა გვახარებდა სილურჯით სარწყული მამაპაპური.სარწყული მამაპაპური, ამპარტავანი, ყურჭრელი, -აბა, როგორ არ მიყვარდეს - სიცოცხლით სავსე ჭურჭელი!მან გამინათა ბილიკი ლაჟვარდებისკენ სავალი...აბა, როგორ არ მიყვარდეს ჩემი თავგადასავალი?!მისმა უზომო სილურჯემ გამიღო ზეცის კარებიდა ქვეყანაზე სიცოცხლე მომიზღო ლექსის პწკარებით.და ახლა, როცა უმწეო ვდგავარ უფსკრულის ნაპირთან,როცა ცხოვრებამ გამთელა და სიმჭლის სენმა დამფლითა,როცა ცხელების ალმურში გაგიჟებამდე მაბოდებს,კვლავ შენ გნატრულობ, რომ მკერდზესიცოცხლის წყარო მასხურო,ბავშვობასავით ცისფერო, მამაპაპურო სარწყულო!
1941