↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სასაფლაო

ლადო ასათიანი 1917–1943

2026-07-182 წთ საკითხავი10125 ნახვა

—
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,ვით იესოს ტანჯულ მკერდზეგადმომსკდარი სისხლის ღვარი?ვის უნახავს სასაფლაო,უფლის ხელით დახატული,ვის უნახავს საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული,როგორ მოქრის ,როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზედა პეპლები, ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ,დაფრენას რომ აპირებდნენ შავი ჯვრების მაღლობიდანდა ტკბებოდნენ ნაკადულის საამური გალობითა?ვის გინახავთ სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით?მე მინახავს, მე მიცვნია დაკარგული იმედები ,გაფრენილი ოცნებები, გაძარცული გვირგვინები ,მე მინახავს, ვით სიცოცხლეს, მე -სიცოცხლე ვიგინები.ეს მე ვმდგარვარ, შვილო ჩემო,ცივი ქვების პირდაპირადა სიკვდილი შავ ფრთიანი ყელს მხვევია ბირდაბირად.მე მიგრძვნია შავი შიში ამ მდუმარე ლოდებიდან:მეც აქ უნდა დამეძინოს! მეც აქ უნდა მქონდეს ბინა!იქნებ ეგ სულ მალე მოხდეს, იქნებ, ღირს ვარ გასაწირად,მაშინ ერთი დაიხსომე, ჩემო ქალო პაწაწინავ:მოცქრიალდი ჩემს საფლავთან,ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,ვით ეს შლეგი ნაკადული, ვით ყვავილთა დედოფალი,დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენიდა, ყვავილთა დედოფალო, მოიგონემამაშენი,მოიგონე მამაშენი ,შუშა-ოქროდ გასაზრდელო,თქვი, რომ მოკვდა სიყვარულით, შეუყვარდა საქართველო.თქვი და ისე გაიცინე, მანანო თვალხატულავ,რომ მე გულზე გადმიქროლოს სიცოცხლედ და ნაკადულად!ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოჰქრის ნაკადული,როგორ მოჰქრის, როგორ მოჰქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?!
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი