პოეზია · ლირიკა
რუსთაველის პროსპექტი
ლადო ასათიანი 1917–1943
ის, შენობებში ჩამჯდარი თეთრად,დიდი რუსთველის სახელს ატარებს,მოდიან, მაგრამ მასთან შეხვედრავერ გაუბედავთ ქუჩებს პატარებს.
ყოველი ქუჩა კაცის თვალებითმოდის აქეთკენ და გზას უნდება,მოვა, შეხედავს მას მოკრძალებითდა მერე ისევ უკან ბრუნდება.
ზოგი წარსულის ამბებს მოჰყვება:როგორ იწვოდნენ ცეცხლში, ღადარში,ვახუშტის ქუჩა მტკვარს გამოჰყვებადა მოშორებით ეტრატს გადაშლის.
ბესიკის ქუჩა ამბობს შაირებს,მარტო სიმღერა არ დაშვენდება, -და ჭავჭავაძის ქუჩას ჩაირევს,თვალს გააყოლებს და გაჩერდება.
ზოგიც ბუტბუტებს: როგორ დავბერდით!(მარადი ყრმობა სურდათ მოხუცებს)და შურთ რუსთველის პროსპექტის ბედიჩახრუხაძის და შავთელის ქუჩებს.
შურთ, მაგრამ მაინც მოდიან დინჯად,შნოსა და იერს ჰმატებენ ქალაქს,და როგორც ერთხელ დასახულ მიზანს,ირგვლივ უვლიან უწმინდეს ალაგს.
1939