↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პირველი მჭედლები

ლადო ასათიანი 1917–1943

2014-05-131 წთ საკითხავი4996 ნახვა

—
იბერიელთა სოფელი… მაღალ-მაღალი ცხენები…ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.კვერითხუროი ვეება, რვალის და რკინის მჭედელიდა საბერველი, ვეშაპის ყბასავით გაუხედნელი.უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული,ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული.ქურაში ცეცხლის ენები — წითელი აბრეშუმები,კედლებზე ახალთახალი თხუთმეტწყრთიანი შუბები,უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა,დასახარჯავი ხანჯლები ღა პერანგები ნაბდისა.იბერიელთა სოფელი… მაღალ-მაღალი ცხენები…ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
1941
ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი