პოეზია · ლირიკა
* * * "იყო პოეტი, ფილოსოფოსი" (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
ძმას, ვიქტორ ცხვარაძეს
იყო პოეტი, ფილოსოფოსიილუზიებით ზეცაში ჰქროდა,მე ფულის შოვნის იღბლით მოვედიდა პროზაული ცხოვრება მქონდა.ჩვენ _ ჩვენი გზებით დავნებდით იღბალს,არსობის პური ვეძიე სად არ,ის კი ბრინჯაოს პიედესტალზეშედგა და მართლა გენიას ჰგავდა.ვეზიდებოდი სიმძიმეს მხრებითდა როდი ვნანობ, რაც მოხდა მერე...მან იწამა, რომ არ დავტოვებდი...მიდი პოეტო, დაიწვი, წერე!..და წერდა ბოლო ამოსუნთქვამდე,იმპულსურ ლექსში გულ-სისხლი აცრა,მაინც დაქანცა ავმა ეპოქამ,და ერთხელ ისე, უბრალოდ ჩაცხრა.დაიძინა და დაღლილი სულიდაუმაგინა სიმშვიდის ფესვებს,თან მეეჭვება, რომ ცოცხალია,აქ ჩემში ვიღაც აფეთქებს ლექსებს.მისი ანკარა, ფაქიზი სულიჩაუქრობელი ცეცხლით მომედო,მე გაგიხარებ ძმაო, სულის ნერგს,ესტაფეტისთვის მზად ვარ პოეტო!