↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩივილის სონეტი

სტურუა ლია

2013-05-121 წთ საკითხავი18606 ნახვა

—
მხოლოდ თბილისმა იცის სიცხე, ლარივით სწორი,
პირდაპირ გულში დაგიმიზნებს უაზრო ამინდს,
და თუკი შვებას მომანიჭებს ამ წუთში რამე,
სიცხის ნახევარს რომ ჩამოჭრის გაფრენა ქორის...
მე მგონი, კარგად შევასრულე კუთვნილი როლი
ძლიერი ქალის, მეწამული, მძიმე ბგერებით
გავუადვილე მას ლეჩაქის ციური ფერი,
საათი და ბროლი დავუმატე, ხასხასა მოლი,
თოვლიც მივეცი, მე კი სიცხის ვარვარა სოლი
კეფას მიგლიჯავს და მიქადის უდროო ბოლოს,
ჩვეულებრივზე სასტიკია ზეგარდმო ბედი...
რად გინდათ დანა, საწამლავი, ან ქვების სროლა,
გრიგალი რაა, ამომძირკვავს ნერვების ქროლა,
შავი, ჩემივე მოგონილი დამახრჩობს სევდა...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი